ჰელსინკის კომისიის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, მაიკლ სესირი ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას ეხება.
"შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ ეს სიმართლე არაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ან დაუსჯელობის გაუტეხელი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა პერიოდიდან, იშვიათად არის დისკუსიის საგანი და კიდევ უფრო ნაკლებად ხდება საჯაროდ კითხვების დასმა", - წერს სესირი ტვიტერზე.
Horrifying if true, but horrifying even if not true. The SSS’s role in this, or it’s unbroken culture of impunity going back to the Soviet era, is rarely discussed much less interrogated openly. https://t.co/9JJGmd0AR1
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ განცხადებაში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მისივე თქმით, შემთხვევის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო".